Belive

ივა გელაშვილი კარიერას სპეციაში გააგრძელებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი - ივა გელაშვილი, კარიერას "სპეციაში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გელაშვილი იტალიაში 18 აგვისტოს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას კი 19 აგვისტოს გაივლის. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, გელაშვილი იტალიის სერია B-ში მოასპარეზე კლუბს 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა, "სპეციას" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. 

ახალგაზრდა მცველმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ღირსება 13 შეხვედრაში დაიცვა. 

სხვა სტატიები