Belive

16 წლის ბავშვი ყველაზე ძვირი | ეროვნული ლიგის სატრანსფერო ღირებულებები განახლდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Transfermarkt-მა საქართველოს ჩემპიონატის ფასები განაახლა.

განახლებული ფასების მიხედვით, საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, დინამო თბილისისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების 16 წლის მცველი საბა ხარებაშვილია, რომლის ფასიც - €𝟏.𝟐𝟎 მილიონია, რაც ეროვნულ ლიგაში მოთამაშე 273 ფეხბურთელს შორის, ყველაზე მეტია.

მეორე პოზიციას 17 წლის ვახტანგ სალია იკავებს, რომელიც ასევე დინამო თბილისის ფეხბურთელია, სეზონის ბოლოდან კი იგი ოფიციალურად ნიუკასლის წევრი გახდება. სალიას სატრანსფერო ღირებულება 800 000 ევროა.

მესამე პოზიციას კი იბერიას ნახევარმცველი - გიზი მამაგეიშვილი იკავებს, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 600 000 ევროა.

TOP 10 ასე გამოიყურება

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგას 17 ტურის შემდეგ იბერია 6-ქულიანი ფორით ლიდერობს. მეორე პოზიციაზე 35 ქულით გორის დილაა, მესამე პოზიციას კი, დინამო თბილისი იკავებს.

სხვა სტატიები