Belive

,,იუვენტუსისთვის შესანიშნავი გარიგება იქნება'' - ტოტი სპალეტიზე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, ფრანჩესკო ტოტის, ლუჩანო სპალეტის ტურინის იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ ჰკითხეს:

,,ვიცი, რომ სპალეტი იუვენტუსის მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ეს ტურინული გუნდისთვის შესანიშნავი გარიგება იქნება.

სპალეტი ძლიერი და საქმისთვის თავგადადებული სპეციალისტია, რომელიც სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვის.'' - ფრანჩესკო ტოტი

სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, იუვენტუსმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგორ ტუდორი დაითხოვა.

,,ბებერ ქალბატონებს'' არაერთ გამოცდილ სპეციალისტს უკავშირებენ, მათ შორის კი მთავარი კანდიდატი ლუჩანო სპალეტია. 66 წლის სპეციალისტი ბოლოს იტალიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, მანამდე კი ნაპოლისთან ერთად სერია A-ს ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები