Belive

იუვენტუსის ვარსკვლავი მკაცრად დაისაჯა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი - ნიკოლო ფაჯიოლი, 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას, Sky Sport-სზე დაყრდნობით, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

არალეგალურ პლატფორმებზე განთავსებული ფსონების გარშემო აგორებულ სკანდალში ფაჯიოლისთან ერთად, იტალიის ნაკრების რამდენიმე წევრია ეჭვმიტანილი - მათ შორის სანდრო ტონალი. წყაროს მტკიცებით, ტურინის პროკურატურამ ფაჯიოლის უკვე გამოუტანა განაჩენი, რომელიც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს - ნიკოლა ფაჯიოლის, სანდრო ტონალის, ნიკოლო ძანიოლოს და სხვებს აზარტულ თამაშებში და ფსონების განთავსებაში ბრალი ედებათ.

ამ საქმეში ეჭვმიტანილი სანდრო ტონალი და ნიკოლო ძანიოლო იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს. მათ, ისევე როგორც ფაჯიოლის გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმა ემუქრებათ. ამავე დროს, ძანიოლო აცხადებს, რომ მას ფეხბურთთან დაკავშირებით არალეგალური ფსონები არ განუთავსებია და ის მხოლოდ აზარტულ თამაშებს თამაშობდა.


სხვა სტატიები