Belive

იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: "კვარაცხელიამ უფრო გუნდურად უნდა ითამაშოს" 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსისა" და იაპონიის ნაკრების ყოფილმა ფიზმომზადების მწვრთნელმა, პროფესორმა ევგენიო ალბარელამ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მან უფრო გუნდურად უნდა ითამაშოს.
"შესაძლებელია, ეს კვარაცხელიას თავად ამ ეტაპზე არ ესმის, მაგრამ "ნაპოლიში" მისი დონის ან კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ. ხშირად ის ზედმეტი მოძრაობები, რომელიც ლოსანოსა და ოსიმენს თამაშიდან გამოთიშავს, უნდა გამოსწორდეს და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე მუშაობს. თითქოს მას ყველა ფასად სურდა დაემტკიცებინა, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა აქ ამის გაკეთება უსარგებლოა. აქ მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რომ იყო გამჭრიახი და გადამწყვეტი", - თქვა ევგენიო ალბარელამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 2022/23 წლების სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, "ნაპოლის" 5 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (საერთო ჯამში 227 წუთი), 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. შემდეგ შეხვედრას 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი ლა ლიგის წარმომადგენელი "ესპანიოლის" წინააღმდეგ, 6 აგვისტოს გამართავს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში, 14 აგვისტოს, "ვერონას" სტუმრად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები