Belive

იუვენტუსი იგორ ტუდორის გათავისუფლებისთვის ემზადება | ყველაფერი მომდევნო 2 მატჩში გადაწყდება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იუვენტუსმა უახლოეს მომავალში შესაძლოა იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს, მიზეზი ტურინული გუნდის ბოლო დროს დაფიქსირებული ცუდი შედეგებია. იუვე რამდენიმე დღის წინ სერია A-ში 73 წლის შემდეგ პირველად, კომოსთან დამარცხდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით იგორ ტუდორისთვის მომდევნო 2 შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იქნება და ამით გადაწყდება გუნდში მისი დარჩენის თუ გაშვების ამბავი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხორვატ სპეციალისტს წინ 2 ძალიან რთული გასვლითი შეხვედრა აქვს. ტურინული გუნდი დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე რეალ მადრიდს ესტუმრება, ხოლო 26 ოქტომბერს სერია A-ში ლაციოს.

იტალიურ წყაროებში უკვე დაიწყო შესაძლო კანდიდატების დასახელება, ვინც იუვენტუსს ჩაიბარებს. ყველა მათგანი დღეს უგუნდოდაა და მათი დანიშვნაც ძალიან რეალურია, ესენი არიან: ლუჩანო სპალეტი, რობერტო მანჩინი, რაფაელ პალადინო, ედინ ტერზიჩი.

ტურინის იუვენტუსს ბოლო 6 შეხვედრაში 5 ფრე და 1 მარცხი აქვს. სერია A-ში ტურინული გუნდი 12 ქულით მე-7 ადგილზეა (3 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 2 შეხვედრიდან ორივე ფრედ დაასრულეს.

სხვა სტატიები