იურგენ კლოპი მომავალ სეზონში შესაძლოა რეალის მთავარ მწვრთნელად ვიხილოთ
"რეალ მადრიდი" მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს და კარლო ანჩელოტის ჩანაცვლების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იურგენ კლოპია, ინფორმაციას ბრიტანული სპორტული გამოცემა BBC Sport ავრცელებს. წყაროს ცნობით იტალიელი სპეციალისტის მომავალი დიდწილად დამოკიდებული იქნება დღევანდელ მატჩზე. "სამეფო კლუბი" დღეს 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას "არსენალთან" ჩაატარებს, შეგახსენებთ "რეალმა" პირველი მატჩი 3:0 დათმო.
"ლივერპულის" ყოფილი თავკაცი დღესდღეობით მწვრთნელად აღარ მუშაობს, ის "რედ ბულში" ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელი გახდა. აღნიშნული საქმიანობა კონკრეტულად მოიცავს კომპანიის გუნდებს. გერმანელი სპეციალისტის დაბრუნებაზე აქტიურად იწერება და შესაძლოა სწორედ ის ვიხილოთ მადრიდული გუნდის მთავარ მწვრთნელად
კარლო ანჩელოტის სკამი შესაძლოა ლა ლიგაში დაფიქსირებულმა შედეგმაც მოარყიოს, მას ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონობის შანსი, მაგრამ პირველადგილოსან "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩება, ასევე "ელ კლასიკოს" ვიხილავთ ესპანეთის თასის ფინალში. აქედან გამომდინარე სეზონის ბოლოს დაფიქსირებული შედეგი ყველაფერს გადაწყვეტს.
"ლევერკუზენის" გაჩემპიონების და შესანიშნავი სეზონის შემდეგ, "სამეფო კლუბში" მწვრთნელად დანიშვნის ერთ-ერთ კანდიდატად ხაბი ალონსოც მოიაზრებოდა, მაგრამ ბოლო დროს ამ თემაზე საუბრები შეწყდა და დღეს უფრო აქტიურად იურგენ კლოპზე იწერება.
Jurgen Klopp has reportedly emerged as a potential replacement for Carlo Ancelotti at Real Madrid.
— BBC Sport (@BBCSport) April 16, 2025