0:2-დან 3:2 | იაპონიამ ბრაზილიას ისტორიაში პირველად მოუგო
ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე, იაპონიამ ამხანაგურ მატჩში ბრაზილიას უმასპინძლა და ისტორიაში პირველად დაამარცხა.
ბრაზილიელებმა პირველი ტაიმი 0:2, გაბრიელ მარტინელისა და პაულო ენრიკეს გოლებით მოიგეს, თუმცა მასპინძლებმა მეორე ტაიმში ტაკუმი მინამინოს, კეიტო ნაკამურასა და აიასე უედას გოლებით დააქამბექეს და მსოფლიო ჩემპიონატის 5-გზის ჩემპიონების წინააღმდეგ ისტორიაში პირველად გაიმარჯვეს.
51’: Japan 0-2 Brazil
— B/R Football (@brfootball) October 14, 2025
FT: Japan 3-2 Brazil
Japan come back to beat Brazil for the first time in their history.
Incredible 🇯🇵💥 pic.twitter.com/SVj5lQnTuE
იაპონიისა და ბრაზილიის დაპირისპირება ისტორიაში მეათედ შედგა, საიდანაც ბრაზილიას 7-ჯერ ჰქონდა მოგებული, ხოლო 2-ჯერ მატჩი ფრედ დასრულდა. მეათე მატჩი კი აზიელებისთვის ისტორიული აღმოჩნდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში მე-6 მატჩი გამართა, სადაც მეორედ დამარცხდა. პირველად ბოლივიის წინააღმდეგ, მეორედ კი იაპონიასთან.