Belive

იტალიური მედია: "გიორგი მიქაუტაძე კვარაცხელიას გზას კვალდაკვალ მიჰყვება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრების და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო სტატიას ავრცელებს. tuttosport.com-ის სტატიაში 22 წლის ქართველი ფორავრდის შესაძლებლობებია განხილული და ნათქვამია, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულად დაწყებულ გზას აგრძელებს.

"ნაპოლის" ქართველი შემტევის მიერ დაწყებულ გზას, გიორგი მიქაუტაძე კვალდაკვალ მიჰყვება.

მიქაუტაძე, ქართველი ტალანტი, რომელიც კვარაცხელიას გზას კვალდაკვალ მიჰყვება და საფრანგეთშიც კი ქართულად საუბრობს.

ეს არ არის ფილმის სახელი - არამედ ლიგა 2-ის ისტორიაა, სადაც ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძე 19 გოლითა და შვიდი საგოლე პასით ლიდერობს.

"მეცი" საფრანგეთის ლიგა 1-ში აღზევებისკენ მიიწევს და ამ ყველაფერში მიქაუტაძის წვლილი გამორჩეულია. ქართველმა შემტევმა საწყის 14 ტურში 4 გოლი გაიტანა, თუმცა მას შემდეგ შეუჩერებელი გახდა და მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, სამირ გუემაზიმ ის ალექსანდერ ლაკაზეტს შეადარა. არც თუ ისე მაღალი (1,76), მაგრამ სწრაფი და კარგი თანაგუნდელებთან კომუნიკაციაში. მიქაუტაძე ლიონში დაიბადა და კლუბის ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს ნაკრებმა ახლა მისი სახით საგრძნობი გაძლიერება მიიღო", - წერს tuttosport-ი.

გიორგი მიქაუტაძეს 2022/23 წლების სეზონში "მეცის" შემადგენლობაში 34 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები