Belive

იტალიის ნაკრების ჩაბარების მთავარი კანდიდატი ლუჩიანო სპალეტია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტი, ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა იტალიის ნაკრების თავკაცი გახდეს.

სულ ცოტა ხნის წინ, რობერტო მანჩინიმ "სკუადრა აძურა" დატოვა და მის მთავარ შემცვლელად იტალიურ მედიაში სწორედ სერია A-ს მოქმედ გამარჯვებულს, ასახელებენ.

"ლუჩიანო სპალეტი საინტერესო კანდიდატურაა, რადგან ის კარგი მწვრთნელია, რომელიც იტალიის ნაკრებში კარიერას სიამოვნებით დაასრულებს. ის წელიწადის განმავლობაში 3 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

მართალია ის ტექნიკურად თავისუფალია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ "ნაპოლიდან" წამოსვლის შემდეგ 1 წლის განმავლობაში სხვაგან დასაქმდება, მაშინ სამხრეთიტალიელებს ჯარიმა უნდა გადაუხადოს. ამის მიუხედავად, მისი წარმომადგენლები ამ თანხის გადახდას არ აპირებენ, რომელიც 3 მილიონ 250 000 ევროს შეადგენს. დეკემბრისთვის ეს ოდენობა შემცირდება. მის წარმომადგენლებსა და აურელიო დე ლაურენტისის გუნდს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რადგან საქმე არა საკლუბო დონეს, არამედ ეროვნულ ნაკრებს ეხება", - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი ჩირო ვენერატო.

ლუჩიანო სპალეტიმ ნეაპოლურ კლუბში 2 სეზონი გაატარა და 33-წლიანი პაუზის დასრულება და სკუდეტოს მესამედ მოგება მოახერხა. საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი "ლურჯების" შემადგენლობაში სწორედ სპალეტის ხელმძღვანელობით შედგა. 

სხვა სტატიები