Belive

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად შესაძლოა მალდინი დაინიშნოს

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარული ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნოს, ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი La Stampa ავრცელებს. წყაროს ცნობით სპორტის მინისტრ ანდრეა აბოდის სურს, რომ ფედერაციის პრეზიდენტად სწორედ 57 წლის მალდინი დაინიშნოს, ასევე როგორც ცნობილია მხარეებს შორის წინასწარი კონტაქტი უკვე შედგა. წყაროში ასევე ნათქვამია, რომ ჯერჯერობით მილანის ყოფილ კაპიტანს ამ თანამდებობის მიღება არ სურს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები 22 ივნისს გაიმართება, ხოლო ახალი კანდიდატურები მინიმუმ 40 დღით ადრე უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა, მუნდიალზე გასვლა სკუადრა აძურიმ ზედიზედ 3-ჯერ ვერ მოახერხა.

ამ მოვლენების შემდეგ კი იტალიურ ფეხბურთში ყველაფერი შეიცვალა, ფედერაციის პრეზიდენტი, გაბრიელე გრავინა თანამდებობიდან გადადგა, მას გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნული ჯანლუიჯი ბუფონი მიჰყვა, ხოლო ბოლოს ჯენარო გატუზომაც დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი.

შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი 2018-19 წლებში მილანის განვითარების დირექტორი იყო, შემდეგ კი ტექნიკური დირექტორი გახდა და 2023 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ლეგენდარული იტალიელი საფეხბურთო კლუბ მაიამის თანამფლობელია.

სხვა სტატიები