Belive

იტალიაში ხვიჩას თამაშით უკმაყოფილონი არიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანისა" და "ნაპოლის" 1/4-ფინალური დაპირისპირება ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა. პიოლის გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია არც ისე გამორჩეული იყო მოედანზე, რაზეც მისი შეფასებაც მიუთითებს. ქართველმა შემტევმა WHOSCORED-ისგან მისთვის არადამახასიათებელი 7.3 შეფასება მიიღო. ხვიჩას საწყის მომენტში კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მან გატანა ვერ შეძლო. მის ამ შანსს Eurosports-იც გამოეხმაურა:

"პირველივე წუთზე წარმოუდგენელი მომენტი ჰქონდა, რომელიც კრუნიჩმა დაბლოკა. როდესაც სივრცეს პოულობს, ამტკიცებს, რომ შეიძლება გამანადგურბელი იყოს, თუმცა ხშირად ორმაგი მეურვეობის ქვეშ უწევს და ამ დროს ყველაფერი რთულდება".

იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება ხვიჩას ზემოთხენებულ ვერ გამოყენებულ მომენტზე. მათი თქმით, ამის შემდეგ კვარაცხელია მატჩში ვერ ჩაერთო. კვარას ხელს ისიც უშლიდა, რომ კრუნიჩი და კალაბრია ერთად მეურვეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ "მილანისა" და "ნაპოლის" განმეორებითი  მატჩი 18 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები