Belive

ისრაელზე ჰამასის თავდასხმას ყოფილი ფეხბურთელი შეეწირა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თელ-ავივის ,,ჰაპოელის'' ყოფილი ფეხბურთელი, ლიორ ასულინი ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასულინი გუშინ ღაზას სექტორთან ახლოს, მუსიკალურ ფესტივალზე, საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა, როცა საჰაერო იერიში დაიწყო.

ასულინი, რომელმაც კარიერა 2017 წელს დაასრულა, სხვადასხვა დროს ,,მაკაბი ჰერცლიაში'', ,,ბეითარ იერუსალიმში'', თელ-ავივის ,,ჰაპოელში'', ლიმასოლის ,,აპოლონსა'' და ისრაელის არაერთ გუნდში თამაშობდა.

 

სხვა სტატიები