"ისაკს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ნიუკასლში აღარ ითამაშებს" - დევიდ ორნშტეინი
25 წლის შვედ ფეხბურთელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ნიუკასლ იუნაიტედში აღარ ითამაშებს, ინფორმაციას The Athletic-ის სპორტული ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს. წყაროს ცნობით ალექსანდრ ისაკი კარიერას თავის ამჟამინდელ კლუბს იმ შემთხვევაშიც კი არ უკავშირებს, თუ სატრანსფერო ფანჯრის ვადის გასვლის შემდეგაც კი არაფერი იქნება გადაწყვეტილი.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით ნიუკასლი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებდა, მაგრამ ალექსანდრს გუნდში დაბრუნება აღარ სურს, ამიტომ შვედი ფორვარდისადმი ლივერპულის ინტერესის გამო შესაძლო ტრანსფერი კვლავ ძალაშია.
🚨 Alexander Isak adamant he will not play for Newcastle again. Even if window closes without exit 25yo views #NUFC career over + no wish to reintegrate. Club say not for sale but exploring market amid Liverpool interest & striker wants #LFC @TheAthleticFC https://t.co/0z6Ry0nZrU
— David Ornstein (@David_Ornstein) August 12, 2025
ალექსანდრ ისაკი ნიუკასლს 2022 წელს რეალ სოსიედადიდან შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ინგლისურ გუნდში გადასვლის შემდეგ მან ყველა ტურნირის ეგიდით 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 62 გოლი, 11 საგოლე გადაცემის დაგროვება შეძლო. ამასთან ერთად გასულ სეზონში მან ნიუკასლში ინგლისის ლიგის თასი მოიგო.
Transfermarkt-ზე შვედი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონი ევროა.