Belive

"ის დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს" - გრემ პოტერი ზიეჩზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჰაკიმ ზიეჩი ძალიან ახლოს იყო "ჩელსის" დატოვებასთან. მაროკოელი შემტევი კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" აგრძელებდა, თუმცა, მისი კლუბის დაუდევრობამ ფეხბურთელის მომავალი ისე არ წარმართა, როგოც ეს მას სურდა. საქმე იმაშია, რომ “ჩელსიმ” არასწორი საბუთები გააგზავნა, თანაც, სამჯერ.

იჯარაზე კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული იყო და ჰაკიმი პარიზშიც კი იყო ჩასული სამედიცინო შემოწმების გასავლელად. თუმცა, ყველასაგან მოულოდნელად მაროკოელის კარიერა პარიზულ კლუბში არ გაგრძელდა.

ამ ყველაფრის თაობაზე ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს გრემ პოტერს აზრი ჰკითხეს:

"ჰაკიმი პროფესიონალი ფეხბურთელია და ვიცი, რომ ესმის სიტუაცია. ის დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. დარწმუნებული ვარ ჰაკიმი სეზონის დარჩენილ ნაწილში დიდ როლს შეასრულებს." - განაცხადა გრემ პოტერმა.

“ჩელსიმ” ზიეჩი 2020 წელს 33 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. “აიაქსის” ყოფილ ფეხბურთელს მარტის შემდეგ კლუბში გოლი არ გაუტანია. მაროკოელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და აქედან 4-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

სხვა სტატიები