Belive

ოფიციალურად: ვიტორ როკე ბარსელონას ფეხბურთელია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონამ" 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის - ვიტორ როკეს ტრანსფერი გააოფიციალურა.

"ბარსელონა" და "ატლეტიკო პარანაენსე" 18 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელის ტრანსფერზე ოფიციალურად შეთანხმდნენ და ვიტორ როკე 2024/2025 წლების სეზონიდან "ბარსელონას" ღირსებას დაიცავს და კლუბთან კონტრაქტს 2030/2031 წლამდე გაახანგრძლივებს. 18 წლის ბრაზილიელი ვუნდერკინდის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

საფეხბურთო თვალსაზრისით, ცენტრფორვარდი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და ადაპტაციას გადის. მას ასევე შეუძლია ფლანგზე თამაშიც, თუ სიტუაცია ამას მოითხოვს. ის ასევე გამოირჩევა თავისი მაღალი ტემპით და მეკარესთან ერთი-ერთზე საოცარი თამაშის უნარით.

ასაკის მიუხედავად, ვიტორ როკეს ბრაზილიის სერია A-ში უკვე 50 მატჩი აქვს ჩატერებული. მისი დებიუტი 16 წლის ასაკში, კლუბ "კრუზეიროში" შედგა, შემდეგ კი "ატლეტიკო პარანაენსეში" გადავიდა. მას კარიერაში უკვე 29 გატანილი გოლი და 11 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

სხვა სტატიები