ირაოლამ ლივერპულში პირველი ტრანსფერი განახორციელა
ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ანდონი ირაოლამ პირველი ტრანსფერი განახორციელა. ესპანური და ბრიტანული მედია საშუალებების მტკიცებით, მერსისაიდულმა გრანდმა ვიქტორ მუნიოზი დაიმატა.
22 წლის მარცხენა ვინგერთან პერსონალური პირობების გარკვევის შემდეგ, ლივერპული და ოსასუნა გამოსასყიდ თანხაზე შეთანხმდნენ, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მუნიოზის გადაბირებით, რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, მათ შორის ყველაზე აქტიურად ნიუკასლი, თუმცა ლივერპულის გამოჩენის შემდეგ, ტრანსფერი სწრაფად ჩაიხურა.
Liverpool have triggered the release clause for Osasuna's Victor Munoz 🔴 pic.twitter.com/W0oDg9wUYi
— Sky Sports News (@SkySportsNews) June 18, 2026
მუნიოზი ოსასუნას 2025 წელს შეუერთდა და კლუბის მაისურით ლა ლიგის 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლის გატანა შეძლო. მუნიოზს ესპანეთის ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.