,,ირაოლამ ალისონი სკამზე უნდა დასვას, არსენალთან კარში მამარდა გვჭირდება'' - რას წერენ ლივერპულის ქომაგები მამარდაშვილზე
ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალში ლივერპულმა ჩელსი პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. პენალტების სერიაში მამარდას კარის აღება ჩელსის 3-მა ფეხბურთელმა ვერ შეძლო - ბარკომ და ფოფანამ კარს ააცილეს, ემანუელ ემეგჰას დარტყმა კი ქართველმა მეკარემ მოიგერია, თანაც, ემეგჰას თერთმეტმეტრიანის გატანის შემთხვევაში, 1/4-ფინალში ჩელსი გადიოდა. მამარდაშვილს თამაშს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აი, რას წერენ გულშემატკივრები გიორგიზე:
ირაოლამ ალისონი სკამზე უნდა დასვას, არსენალთან მატჩში მამარდაშვილი გვჭირდება;
მამარდაშვილი დღეს საოცარი იყო;
შესანიშნავი მეკარე ხარ, ბურთს ბრწყინვალედ ანაწილებ და შეგიძლია, პირველი ნომერი იყო;
ახლა უკვე ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, ჩვენ გვჯეროდა შენი;
ჩვენი მხსნელი;
როდესაც ეს ბიჭი ლივერპულში მოვიდა, არ მომწონდა, მაგრამ ძალიან მოუმატა;
მამაჩემი ერთი ნაბიჯში იყო იმისგან, რომ ჩემთვის ექიმი გამოეძახებინა... მადლობა, მეგობარო;
ამიერიდან მამარდას ძირითად შემადგენლობაში სიამოვნებით ვნახავდი;
მიეცით ამ კაცს მეტი სათამაშო დრო, გთხოვთ;
გიორგი, რა შესანიშნავი გზაა ენფილდზე თავის წარმოსაჩენად - პენალტების სერიაში სრულიად ცივსისხლიანი იყავი. ეს მოგერიება არ დაგვავიწყდება;
როცა საქმე პენალტებს ეხება, ეს ბიჭი ალისონზე უკეთესია.
ინგლისის ლიგის თასის 1/4-ფინალში ლივერპულის მეტოქე ბორნმუთი იქნება, მატჩი 14 დეკემბერსაა ჩანიშნული.