ირანმა ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი განაცხადს მიღმა დატოვა
სარდარ აზმუნი ირანის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდა. როგორც BBC წერს, თავდამსხმელმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, შაბაბ ალ-აჰლიში თამაშობს, თავისი ქვეყნის მმართველების უკმაყოფილება გამოიწვია:
ირანსა და აშშ-ის/ისრაელს შორის კონფლიქტის ფონზე, ვარაუდობენ, რომ აზმუნმა საკუთარი ხელისუფლება მას შემდეგ განარისხა, რაც მარტში არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველთან, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. კონფლიქტის მსვლელობისას, ირანმა საამიროებში არსებულ ობიექტებზე იერიშები მიიტანა.
შედეგად, აზმუნი, რომელსაც თავისი ქვეყნის ნაკრებში 91 მატჩში 57 გოლი აქვს გატანილი, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. არადა, მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 31 წლის ფეხბურთელმა 8 გოლი გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მეჰდი თარემს ჩამორჩა.
ირანი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს 15 ივნისს, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს. G ჯგუფში, ასევე, ეგვიპტე და ბელგია იასპარეზებენ.
🚨🚨 OFFICIEL ! LA LISTE DE L’IRAN 🇮🇷 POUR LA COUPE DU MONDE 2026 !!! 🏆🌎
— Actu Foot (@ActuFoot_) June 1, 2026
Les Iraniens débuteront leur Mondial le mardi 16 juin.
IRAN 🇮🇷 - 🇳🇿 NOUVELLE-ZÉLANDE
🗓️ 16 juin à 03h00
BELGIQUE 🇧🇪 - 🇮🇷 IRAN
🗓️ 21 juin à 21h00
ÉGYPTE 🇪🇬 - 🇮🇷 IRAN
🗓️ 27 juin à 05h00 pic.twitter.com/0jx6Ei4BTv