Belive

ირაკლი აზაროვმა სერბეთში სადებიუტო სეზონში ორივე ტიტული მოიგო

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

​​საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა, ირაკლი აზაროვმა სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "ცრვენა ზვეზდაში" სადებიუტო სეზონში ორივე ტიტულის მოგება მოახერხა.

მას შემდეგ, რაც "წითელმა ვარსკვლავმა" ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა, ახლა უვე ქვეყნის თასის მოგება და დუბლის შესრულება მოახერხა.

სერბეთის თასის ფინალურ შეხვედრაში "ცრვენა ზვეზდამ" "ჩუკარიჩკის" - 2:1 სძლია და აღნიშნული ტიტული ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელმა ფინალური მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 78 წუთი გაატარა.

21 წლის მარცხენაფლანგელმა, რომელსაც აქამდე საქართველოს ეროვნული ლიგა სამჯერ ჰქონდა მოგებული, ახლა უკვე სერბეთის ჩემპიონატისა და თასის მოგებაც მოახერხა.

გამოსარჩევი ფაქტია ისიც, რომ სერბეთის 33-გზის ჩემპიონი გუნდი, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში ერთადერთია, რომელსაც სეზონის ბოლოსკენ წაგება არ აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ ქართველ ფეხბურთელს, მას 22 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 1 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები