Belive

ინტერთან თამაში საეჭვოა - ალვარო მორატას ტრავმის სირთულე ცნობილია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ალვარო მოტრატამ ლა ლიგის 24-ე ტურში, "სევილიასთან" - 0:1 წაგებულ მატჩში ტრავმა მიიღო.

ესპანელმა თავდამსხმელმა, მოედანი პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ დატოვა, შემდეგ კი მისი დაზიანების სირთულე გაირკვა. მას შემდეგ, რაც მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია ჩატარდა, ცნობილი გახდა, რომ 31 წლის ფორვარდს მარჯვენა ფეხის მუხლის შიდა ლიგამენტის ტრავმა აქვს.

ესპანეთის ნაკრების გოლეადორს სულ მცირე 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს. დიდი ალბათობით, ის უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, "ინტერთან" სტუმრად გასამართ პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მიმდინარე სეზონში, ალვარო მორატას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

"ინტერის" და "ატლეტიკოს" პირველი მატჩი 21 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები