Belive

ინტერისა და პსჟ-ს კომბინირებულ თერთმეტეულში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

31 მაისს, მიუნხენში გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, GOAL.COM-მა 2024/25 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, კომბინირებული შემადგენლობა შეარჩია.

სექტემბერში, ლიგის ფაზის დასაწყისში, არცერთი გუნდი არ იყო ფავორიტებს შორის, მაგრამ შაბათს გასამართ მატჩამდე, განსხვავებული გზების გავლის შემდეგ, ორივე გუნდი გრძნობს, რომ მიუნხენში დიდებას იმსახურებს.

GOAL.COM-ის მიხედვით, ინტერისა და პსჟ-ს გაერთიანებული გუნდი ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, უილიან პაჩო, ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნუნუ მენდეში

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჟოაუ ნევეში, ვიტინია, დენზელ დუმფრისი (ინტერი)

თავდამსხმელები: უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია

ფორმაცია 4:4:2-ია და ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდა ლაუტარო მარტინესი, საუკეთესო 11 ფეხბურთელიდან რვა პარიზულ კლუბს წარმოადგენს.

სხვა სტატიები