Belive

ინძაგი: ,,ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ასეთი ფეხბურთელი არ მინახავს''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ,,ბარსელონასთან'' გამართულ მატჩზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება ლამინე იამალზე გაამახვილა:

,,ფანტასტიკური მატჩი ვიხილეთ, ვიცოდით, რომ ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა რთული იქნებოდა. მოგება შეგვეძლო... ძალიან მომეწონა, რომ შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს თამაშზე გავლენა ჰქონდათ. ჩვენმა გულშემატკივრებმა იციან, რომ რთულ მომენტებში ბოლომდე ვიხარჯებით და სამშაბათს ნამდვილი ფინალი გველის.

ბარსელონას ტაქტიკა სარისკო, მაგრამ შედეგიანია. მათ უკვე 150-ზე მეტი გოლი გაიტანეს, 2 ტიტული მოიგეს და კიდევ 2 ტიტულისთვის იბრძვიან.

ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ლამინე იამალის მსგავსი ფეხბურთელი არ მინახავს. მის წინააღმდეგ 3 მცველი უნდა დაგვეყენებინა.

ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ჩვენც არაერთხელ გადავრჩით. ბარსელონას სახით დიდებულ გუნდს ვეთამაშეთ. თუმცა, ახლა მათაც იციან, რომ მომავალ კვირას, მილანში, ასევე დიდებულ გუნდს დაუპირისპირდებიან.'' - სიმონე ინძაგი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ,,ბარსელონასა'' და ,,ინტერს'' შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ სამშაბათს, 6 მაისს, მილანში გაიმართება.

სხვა სტატიები