Belive

იმპროტა: "დღევანდელ ფეხბურთში, კვარაცხელია-ოსიმენის წყვილი საუკეთესოა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა - ჯოვანი იმპროტამ, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილზე ისაუბრა.

"კვარაცხელია და ოსიმენი ფენომენალურ წყვილს ქმნიან. ჩემი აზრით, ისინი ევროპაში ყველაზე ძლიერები არიან. ასევე გამორჩეულები არიან ახალგაზრდებს შორის და, შესაბამისად, მათ შორის, ვინც დღეს ფეხბურთს თამაშობს.

მომდევნო ათი წლის განმავლობაში ამ ორი ბიჭისგან უფრო მეტს ვიხილავთ. ალბათ ყველა ვხვდებით, რომ ხვიჩასა და ოსიმენს ამ კლუბში დიდი ხანი არავინ გააჩერებს, თუმცა ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრონ, რომ "ნაპოლის" სკუდეტო მოაგებინონ.

ასაკი, ფიზიკური შესაძლებლობები, კეთილშობილება, ალტრუიზმი - მათ ეს ყველაფერი აქვთ.

ხოლო რაც შეეხება "ნაპოლის", ისინი სერია ა-ს მოგების მთავარი ფავორიტები არიან და ძალიან ახლოს არიან იმ ნანატრ ტიტულთან, რომელსაც ნეაპოლელები მარადონას შემდეგ ელოდებიან..."

ჯოვანი იმპროტა "ნაპოლის" შემადგენლობაში 1968-69, შემდეგ კი 1978-90 წლებში თამაშობდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი სამწვრთნელო საქმიანობაში ჩაერთო.

სხვა სტატიები