Belive

ვალტერ მაცარი: "ბარსელონა ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოწვევაა..."

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წილისყრა გაიმართა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, მერვედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მეტოქე "ბარსელონა" იქნება.

წილისყრის შემდეგ, ნაპოლის 62 წლის მთავარმა მწვრთნელმა - ვალტერ მაცარის, მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა და საკუთარი გუნდის შანსები შეაფასა.

"ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სუსტი გუნდი არ არსებობს. რადგან ეს კლუბები აქ მოხვდნენ, სუსტები ვერ იქნებიან. ვიცოდით, რომ დიდი გამოწვევა გვექნებოდა 1/8-ფინალში, თუმცა ბარსელონა ჩვენთვის ძალიან მომხიბვლელი გამოწვევა იქნება.

მე ჩემი ბიჭების მაქსიმალურად მწამს და მჯერა, რომ ჩვენთვის დაუმარცხებელი მეტოქე არავინ იქნება.

პლიე-ოფებამდე დიდი დროა, ვეცდებით უკეთეს ფორმაში შევიდეთ, რადგან უფრო გაგვიმარტივდეს ბარსელონასთან თამაში." - ვალტერ მაცარი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების პირველი შეხვედრები 13-14 და 20-21 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი მატჩები კი 5-6 და 12-13 მარტს შედგება.

სხვა სტატიები