Belive

ილქაი გიუნდოგანი პასუხისმგებლობას არაუხოს აკისრებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას "პსჟ"-მა გამოთიშა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით 2-3 დასრულდა. "მონჟუიკზეც" ანგარიში ბლაუგრამ, რაფინიას გოლით გახსნა, თუმცა რონალდ არაუხომ ბრედლი ბარკოლას წინააღმდეგ ბოლო იმედის ჯარიმა აიღო და წითელი ბარათი დაიმსახურა. მატჩის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა და ამის შემდეგ პსჟ-მა ბარსელონას 4 გოლი გაუტანა. ბარსელონას სამწვრთნელო შტაბი და ხავი გაცხარებული იყო მსაჯის გადაწყვეტილებების გამო და გუნდის კოლაფსში არბიტრს ადანაშაულებდნენ, თუმცა ილქაი გიუნდოგანმა ძირითადად საკუთარი გუნდელები გააკრიტიკა.

ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რადგან კარგ მდგომარეობაში ვიყავით. არა მხოლოდ პირველი მატჩის შემდეგ, არამედ საკუთარ მოედანზე პირველი გოლის გატანის შემდეგაც, პსჟ-ს მოგება თავად ვაჩუქეთ.

არაუხოს მომენტი გადამწყვეტი იყო, ასეთ დროს საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყო, როცა არ იცი შეეხები თუ არა ბურთს, მაშინ ეპიზოდისგანაც თავი შორს უნდა დაიჭირო. მირჩევნია გოლი გავუშვა ან თავდამსხმელს ერთი-ერთზე გასვლის საშუალება მივცე. შესაძლებელია მეკარემაც გადაგარჩინოს, ვფიქრობ, ასეთმა ნაადრევმა წითელმა თამაში მოგვიკლა - განაცხადა ილქაი გიუნდოგანმა

ორი მატჩის ჯამში ბარსელონა 6:4 დამარცხდა. შინ ჩატარებულ შეხვედრაში ბარსას არაუხოს გარდა მთავარი მწვრთნელი, ხავი და სამწვრთნელო შტაბის კიდევ ერთი წევრი გაუძევეს მოედნიდან. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა, რომელმაც გოლი პარიზშიც გაიტანა და ბარსელონაშიც. პსჟ ნახევარფინალში "დორტმუნდს" შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, საკუთარ მოედანზე, "ატლეტიკოს" დაუქამბექა.

სხვა სტატიები