Belive

ილია თოფურია: "არსებობს მომენტები, როცა სული ორად იყოფა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UFC-ის ორი ქამრის მფლობელმა, ილია თოფურიამ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებთან გადაღებულ ფოტოებს ურთავს. ილია გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშს დაესწრო (ეპანეთსა და საქართველოს შორის), იქამდე კი, ორივე გუნდი შეკრებაზე მოინახულა და მათ წარმატებები უსურვა.

არსებობენ მომენტები, როცა სული ორად იყოფა, მაგრამ გული მადლიერებით ივსება. ვამაყობ ჩემი ფესვებით, იმ გზებით, რომლებმაც აქამდე მომიყვანა,
და იმ ადამიანებით, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე მაძლიერებენ.
ნამდვილი გამარჯვება ის არის - არასდროს დაივიწყო, საიდან მოდიხარ,
და ღირსებითა და გულით გააგრძელო გზა - წერს ილია თოფურია

სამწუხაროდ, ელჩეში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა (2:0). ჩვენს გუნდს უპრინციპულესი შეხვედრა 14 ოქტომბერს, სტუმრად, თურქეთის ნაკრებთან ელოდება.

სხვა სტატიები