Belive

იგორ ტუდორი: "მოდრიჩისნაირი ფეხბურთელები 300 წელში ერთხელ იბადებიან"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში, მადრიდის რეალი ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ტურინელთა ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა - იგორ ტუდორმა, სამეფო კლუბისა და ლუკა მოდრიჩის შესახებ ისაუბრა.

"რეალში არაერთი ავტორიტეტული მოთამაშე თამაშობს, ამ ფეხბურთელებმა დიდ მიზნებს მიაღწიეს, თუმცა ჩვენ ამ ტურნირეზე ბრწყინვალედ გამოვიყურებით და მგონია, რომ 1/4-ფინალში გასვლის ძალა შეგვწევს.

რა უნდა ვთქვა ლუკა მოდრიჩზე? ის არის ნამდვილი ლიდერი და ლეგენდა, რომელსაც საოცარი თვისებები აქვს - ხორვატია პატარა ქვეყანაა, 4 მილიონიანი მოსახლეობით. მერწმუნეთ, ლუკას დონის ფეხბურთელი ამ ქვეყანაში 300 წელიწადში ერთხელ იბადება, ის სულ სხვა დონის ფიგურაა.

სადაც არ უნდა წავიდეს მოდრიჩი, ის ყველგან ავტორიტეტული ფიგურა იქნება, ვინაიდან არნახული გამოცდილება დააგროვა და დიდი ეპოქა შექმნა." - იგორ ტუდორი

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალური მატჩი, სადაც იუვენტუსი და რეალი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, 1 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები