იბრაჰიმოვიჩმა მარადონაზე ისაუბრა
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
" ძალიან ვწუხვარ დიეგოს გამო, ის ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთი. ბევრისთვის ის რელიგია გახდა, მე მქონდა ბედნიერება, გამეცნო მარადონა და მესაუბრა მასთან",- აცხადებს იბრაჰიმოვიჩი. " ის იმის სიმბოლოა, რასაც მოედანზე აკეთებდა. მასზე მე ყოველთვის იმის მიხედვით ვმსჯელობ, რასაც მოედანზე აკეთებდა, ხოლო მის გარეთ მისი საქციელი მისი პრობლემა იყო და არა ჩვენი. ჩვენ ის უნდა გვახსოვდეს იმის გამო, რაც მან გააკეთა როგორც ფეხბურთელმა. ჩემი აზრით, ის სამუდამოდ ემახსოვრებათ. 10 ნომერს რომ ხედავთ, ვინ გახსენდებათ? მარადონა",- ამბობს იბრაჰიმოვიჩი.შვედმა ფეხბურთელმა დაამატა, რომ მარადონა ნამდვილი გენიოსი იყო, რომელსაც სხვებისგან განსაკუთრებული სწრაფვა გამოარჩევდა, ცხოვრებაში არადროს თამაშობდა - ისეთი იყო, როგორიც ჩანდა. ყველაფერს გულით და სულით აკეთებდა, ამიტომ ის ყოველთვის იქნება ნომერი პირველი.