Belive

იბრაჰიმოვიჩი: "პეპმა მითხრა, რომ აქ ფერარი არავის უნდა ჰყავდეს, წავედი და ფერარი ვიყიდე..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

42 წლის ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პირს მორგანთან ინტერვიუს დროს, საინტერესო და სახალისო ისტორია გაიხსენა. 

ზლატანი "ბარსელონაში" გატარებულ პირველ დღეებს იხსენებდა, რა დროსაც პეპ გვარდიოლას შესახებ საინტერესო ისტორია მოჰყვა. 

"ბარსელონაში" რომ მივედი, პირველივე ვარჯიშზე გვარდიოლა შემხვდა და მესაუბრებოდა. ჩვენ შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და უკეთ გავიცანი. დიდებული პიროვნებაა და ამ ყველაფერთან ერთად, მართლა საოცარი მწვრთნელი.

პირველი რაც მითხრა, იყო ის, რომ ამ კლუბში ფერარით არავინ დადიოდა, უფრო დიდი ყურადღება ფეხბურთისთვის და ვარჯიშებისთვის უნდა დაგვეთმო და არა მანქანებისა და პირადი ფუფუნებისთვის.

რა ვქენი მე?! - ვარჯიშის შემდეგ წავედი და ჩემი შოკისმომგვრელი ფერარი ვიყიდე, რაზეც მეორე დღეს პეპს გაეცინა, თუმცა მისაყვედურა. - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფერარი 2009 წელს

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაში" 2009-2011 წლებში თამაშობდა, სადაც მან 29 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის გატანა შეძლო. 

სხვა სტატიები