იასინ ადლი: ,,ნეიმარი რონალდინიოს ბევრად აღემატება''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' ნახევარმცველმა, იასინ ადლიმ, რომელიც მიმდინარე სეზონს იჯარით ,,ფიორენტინაში'' ატარებს, ყოფილ თანაგუნდელზე, ნეიმარზე ისაუბრა:
,,როცა ნეიმარი პსჟ-ში მოვიდა, უცხოპლანეტელს ჰგავდა. ყველაფერი, რასაც აკეთებს, არაჩვეულებრივია. პასები, დრიბლინგი, მას ყველაფერი შეუძლია. ვარჯიშებზე ბურთს არ კარგავდა და 7-8 გოლს იტანდა. ნამდვილი მანქანა იყო, ასეთი ფეხბურთელი არასდროს მინახავს.
ხანდახან კამათობენ იმაზე თუ ვინ არის უკეთესი - ნეიმარი თუ რონალდინიო... მთელი გულწრფელობით ვამბობ, რომ ნეიმარი მას ბევრად აღემატება. ჩემთვის ის ოდნავ ჩამორჩება რონალდუსა და მესის.'' - იასინ ადლი
ნეიმარი ,,პარი სენ ჟერმენში'' 2017-2023 წლებში თამაშობდა, ბრაზილელის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 173 შეხვედრაში 118 გოლი და 77 საგოლე გადაცემაა.
Ce que pense Yacine Adli de NEYMAR 👀🇧🇷 pic.twitter.com/Q98KiUNvMj
— ZackNaniTV (@ZackNaniTV) October 16, 2024