Belive

იამალს ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე 20 ადამიანი მიჰყავს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას 18 წლის ფეხბურთელი ლამინე იამალი პარიზში, ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მიდის, უფრო კონკრეტულად მას 20 ადამიანი მიჰყავს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo აქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი უსმან დემბელეა, იამალი იმედს მაინც არ კარგავს და მოგების შემთხვევაში ის პარიზში კერძო წვეულების გამართვას გეგმავს. წყაროს ცნობით მთელი ოჯახი და თავად ფეხბურთელი დოლჩე & გაბანას სამოსით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვება ხვალ, 22 სექტემბერს გაიმართება და ნომინანტებში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

სხვა სტატიები