იამალს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება? ესპანელის გამოჯანმრთელების 3 სავარაუდო სცენარი
ლა ლიგის 33-ე ტურში ბარსელონამ სელტა იამალის გოლით 1:0 დაამარცხა. ესპანელმა პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა დარტყმის მომენტში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
პირველადი ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა, სავარაუდოდ, მარცხენა ფეხის უკანა კუნთი გაიწყვიტა, თუმცა, ოფიციალური ცნობა ტრავმის სიმძიმის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
კატალონიურმა Sport-მა მკითხველისთვის იამალის გამოჯანმრთელების 3 სავარაუდო სცენარი განიხილა:
პირველი ხარისხის დაჭიმულობა (საუკეთესო შემთხვევა): აღდგენითი პერიოდი 2-დან 3 კვირამდე. ასეთ შემთხვევაში, ის, სავარაუდოდ, ელ კლასიკოს გამოტოვებს, თუმცა ლა ლიგის ბოლო მატჩებში დაბრუნებას შეძლებს.
ნაწილობრივი გაწყვეტა (მე-2 ხარისხი): აღდგენითი პერიოდი 3-დან 8 კვირამდე. ასეთ შემთხვევაში, იამალისთვის საკლუბო სეზონი დასრულდება და მის მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება.
სრული გაწყვეტა (უარესი შემთხვევა): საჭირო გახდება ქირურგიული ჩარევა, რეაბილიტაციის პროცესს კი რამდენიმე თვე (სავარაუდოდ 6) დასჭრიდება.
მიმდინარე სეზონში იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 24 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.