Belive

იაგო ასპასმა მოედანზე დამონტაჟებული VAR-ის ეკრანი გადააყირავა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინდელი მატჩი "სელტასა" და "სევილიას" შორის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. აღნიშნული დაპირისპირება 1:1 დასრულდა, თუმცა, მეორე ტაიმის მიწურულს, საინტერესო რამ მოხდა. "სელტას" ლიდერმა და გუნდის ლეგენდამ მოედანზე დამონტაჟებული VAR-ის ეკრანი გადააყირავა.

ესპანელი ფეხბურთელი მსაჯის გადაწყვეტილებამ გააწბილა. 97-ე წუთზე ხესუს ნავასმა საჯარიმოში ანასტასიოს დუვიკასი წააქცია. შეხვედრის მთავარმა არბირტმა აღნიშნულ მომენტს გადახედა, თუმცა, VAR-მა თერთმეტმეტრიანი გააუქმა. ასპასმა სწორედ ამის გამო გადააყირავა ვიდეო ასისტენტის მონიტორი.

გადაწყვეტილებებს მუდამ ჩვენს წინააღმდეგ იღებენ. მთელმა ესპანეთმა ნახა ეს მომენტი. მსაჯს შეეძლო ჩვენთვის პენალტი მოეცა, თუმცა, VAR-ის დახმარებით გადაწყვეტილება შეცვალა.
12 ტური გავიარეთ და აქედან 7 მატჩში ყველა გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ იყო. ლა ლიგას სურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი გახდეს. ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ. - განაცხადა ასპასმა DAZN Sports-თან საუბრისას.

ვიგოელებს ბოლო 5 შეხვედრაში არცერთი მატჩი არ მოუგიათ, ბენიტესის გუნდს 7 ქულა აქვს და ლა ლიგაში მე-18 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები