Belive

ჰოლანდი: ,,ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძილია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, განმარტა თუ რა ეხმარება სტრესის თავიდან აცილებაში:

,,სტრესი კარგი არავისთვის არ არის. ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრება აქამდე არ მივიყვანო. მედიტაციის კონცეფცია მავნე აზრებისგან გათავისუფლებაა. ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან კარგად მუშაობდა.

ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძილია, არა მხოლოდ ბევრი ძილი, არამედ - კარგად ძილი,'' - განაცხადა ნორვეგიელმა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 27 გოლი და 3 საგოლე გადაცეაა.

სხვა სტატიები