ჰოლანდი | PL Fantasy-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი
ერლინგ ჰოლანდი Premier League Fantasy-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება. Fantasy-ის მოთამაშეებს, "სიტის" ფორვარდის შეძენა £15 მილიონად შეეძლებათ (£1 მილიონიანი ზრდა).
Premier League Fantasy-ის ისტორიაში, £14 მილიონზე მეტი ღირებულება არცერთ ფეხბურთელს ჰქონია. აქამდე, რეკორდსმენებად რობინ ვან პერსი, ტიერი ანრი, კრიშტიანუ რონალდუ და ერლინგ ჰოლანდი ითვლებოდნენ, შემდეგ პოზიციებზე კი მოჰამედ სალაჰი და ფრენკ ლამპარდი (£13 მლნ.) იყვნენ წარმოდგენილები.
გასულ სეზონში, 31 შეხვედრაში, ჰოლანდმა 27 გოლს მოუყარა თავი. სადებიუტო სეზონში კი, ნორვეგიელმა 35 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებენ PL Fantasy-ის მოყვარულები საკუთარი გუნდის დარეგისტრირებას. გასულ სეზონში, თამაშში 11 მილიონი გუნდი იყო ჩართული.
გასულ სეზონში, ყველაზე მეტი ქულა შემდეგმა ფეხბურთელებმა დააგროვეს:
ფეხბურთელი | ფასი | ქულა |
|---|---|---|
კოულ პალმერი | £6.3 | 244 |
ფილ ფოდენი | £8.5 | 230 |
ოლი უოტკინსი | £8.9 | 228 |
ბუკაიო საკა | £8.8 | 226 |
ერლინგ ჰოლანდი | £14.3 | 217 |