Belive

ჰერტას პრეზიდენტი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბერლინის "ჰერტას" პრეზიდენტი - კეი ბერნშტაინი, ყოფილი ულტრა ფანი, რომელმაც მოულოდნელად 2022 წელს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩვენ ვგლოვობთ კლუბის პრეზიდენტ - კეი ბერნშტაინს. კლუბმა შეიტყო საშინელი ამბავი სამშაბათს, რომ პრეზიდენტი კეი ბერნშტეინი მოულოდნელად, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა." - ნათქვამია ბერლინის "ჰერტას" განცხადებაში.

ბერნშტაინი დიდი ხნის განმავლობაში ულტრა მხარდამჭერი იყო და მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, პირველი ბუნდესლიგის კლუბებისთვის, მთელს გერმანიაში შეფასდა, როგორც გულშემატკივრების გამარჯვება სპორტის კომერციალიზაციის წინააღმდეგ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა 43 წლის პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვალება უეცარი და მოულოდნელი იყო, რადგან ბერნშტაინი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩიოდა.

სხვა სტატიები