ჰეიტინგა ჩელსიზე: "მე არასდროს მინახავს ფულის ტომარას გოლი გაეტანოს"
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში, ჩელსი 'სტემფორდ ბრიჯზე' აიაქსს უმასპინძლებს და მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, თავის მხრივ, ამსტერდამელები კი პირველი ქულების აღებას ეცდებიან.
ძალიან საინტერესო და ხმაურიანი პრესკონფერენცია ჰქონდა, აიაქსის ახალ მთავარ მწვრთნელს - ჯონ ჰეიტინგას, რომელმაც დედაქალაქურ კლუბს ფულის ტომარა უწოდა - მის ასეთ შეფასებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და აგრესია მოჰყვა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჰეიტიგნას, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩელსის მთლიანი შემადგენლობის ფასი 1.4 მილიარდს შეადგენდა, რაზეც 41 წლის ჰოლანდიელმა შემდეგი პასუხი გასცა.
"მართალია ცუდად დავიწყეთ ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ჩელსისნაირი კლუბები არ მაშინებენ. მე არასდროს მინახავს ფულის ტომარას გოლი გაეტანოს - თქვენ გინახავთ?!
ამიტომ სულაც არ მადარდებს ეგ ფაქტი. ჩვენ ყველა თამაშს მოსაგებად ვთამაშობთ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან მძიმე სტარტი გვაქვს. ჩელსი არ გვაშინებს და როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მაშინაც არასდროს მაშინებდა ისეთ გუნდებთან თამაში, რომლის მენტალობაც ფულზეა აგებული და არა სხვა ღირებულებებზე." - ჯონ ჰეიტინგა
• You [Ajax] are going to face a club [Chelsea] with a squad that's worth 1.4 billion. Does this matter to you?
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 22, 2025
🚨🗣️ 𝗡𝗘𝗪: Heitinga: "I have never seen a bag of money score goals." pic.twitter.com/3R1ui2RJJW
ჩელსისა და აიაქსის დაპირისპირება 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.