Belive

ჰარი კეინმა XXI საუკუნის რეკორდი დაამყარა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰარი კეინმა ბაიერნის მაისურით 100 გოლი 104 მატჩში გაიტანა - ტოპ 5 ლიგაში, ეს XXI საუკუნის რეკორდია.

32 წლის კეინმა ამ ნიშნულს პარასკევს, ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ 4:0 მოგებულ მატჩში, ორი გოლის გატანით მიაღწია. ინგლისელი გახდა ფეხბურთელი, ვინც 100 გოლის გატანა ყველაზე სწრაფად მოახერხა (ამ საუკუნეში, ტოპ 5 ლიგაში).

ჰარი კეინმა ერლინგ ჰოლანდისა და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი დაამხო, რომლებსაც 100 გოლის გასატანად 105 თამაში დასჭირდათ (რეალსა და მანჩესტერ სიტიში).

ეს ჩემთვისაც კი სიგიჟეა. დიდი პატივია ამ დიდი კლუბისთვის 100 გოლის გატანა. ამის ასე სწრაფად გაკეთებით ძალიან ვამაყობ. იმედია, რაც შეიძლება მალე კიდევ 100 გოლს გავიტან. - განაცხადა კეინმა Sky Germany-თან ინტერვიუში

2023 წლის ზაფხულში, ტოტენჰემიდან ბაიერნში გადასულმა კეინმა, გატანილი გოლების რაოდენობით, მრავალი რეკორდი დაამყარა. კლუბში გატარებული პირველი ორი სეზონიდან, ორივეში ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა, 2023/24 წლების სეზონში კი ევროპის ოქროს ბუციც მოიგო.

სხვა სტატიები