Belive

ჰარი კეინმა ბაიერნში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში ,,ბაიერნმა'' ,,ჰაიდენჰაიმს'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მატჩში დუბლი გაიფორმა მიუნხენელთა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა.

ინგლისელი გახდა პირველი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც საწყის 11 ტურში 17 გოლის გატანა შეძლო.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ფორვარდის ანგარიშზე ,,რეკორდმაისტერის'' მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 21 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

,,ბაიერნი'' მომავალ მატჩს სანაკრებო პაუზის შემდეგ, 24 ნოემბერს, ,,კიოლნთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები