Belive

ჰარი კეინის სატრანსფერო საგა დასრულდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰარი კეინის სატრანსფერო საგა დასრულდა - ინგლისელმა ვარსკვლავმა მიუნხენის "ბაიერნის" მაისური მოირგო და ბუნდესლიგის გრანდისთვის შეუტევს.

კეინის ტრანსფერი "რეკორდმაისტერმა" ოფიციალურად დაადასტურა. კონტრაქტის ოფიციალური დეტალები ამ დროისთვის არ საჯაროვდება, თუმცა, ცნობილია, რომ კეინმა 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ანაზღაურების სახით კი წელიწადში 25 მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე ცნობილია, რომ კეინი 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რომელიც მანამდე რობერტ ლევანდოვსკის ეკუთვნოდა.

უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ "ბაიერნის" წევრი გავხდი. "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ყოველთვის ვამბობდი, რომ საკუთარი თავის გამოცდა და სიძლიერის დემონსტრირება უმაღლეს დონეზე ასპარეზობით მსურდა. ეს კლუბი გამარჯვებულის მენტალიტეტითაა განმსჭვალული და აქ ყოფნა უდიდესი ბედნიერებაა. - ჰარი კეინი

შეგახსენებთ, ჰარი კეინი "სპურსის" ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. ამ დროის განმავლობაში ინგლისელმა ფორვარდმა 213 გოლის გატანა შეძლო. პრემიერ ლიგის 2022/23 წლების სეზონში, კეინმა 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 30 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

რაც შეეხება ინგლისის საფეხბურთო ნაკრებს - კეინმა ნაკრების მაისური 84 შეხვედრაში მოირგო და 58 გოლი გაიტანა, რითიც ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

სხვა სტატიები