Belive

ჰარი კეინი: "ფინალში აუცილებლად ვითამაშებ!"

7 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა დაადასტურა, რომ იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს: "ლივერპულთან თამაში ხვალ რომ იმართებოდეს, მე მოედანზე მაინც გავალ," აღნიშნა კეინმა. შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემის" მთავარმა დამრტყმელმა ძალამ ტრავმა 9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და მას შემდეგ, ტრავმის მოშუშებას და მოედანზე დროულად დაბრუნებას ცდილობს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს, თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები