Belive

ჰანსი ფლიკის პასუხი მათ, ვინც ბარსელონას აკადემიიდან 'გარბის'

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას აკადემიას, 'ლა მასიას', ახალგაზრდა ფეხბურთელმა, დრო ფერნანდესმა ტრანსფერის მოთხოვნით მიმართა. ფერნანდესს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის დატოვება სურს. 18 წლის შემტევი ნახევარმცველი აპირებს გაააქტიუროს კონტრაქტში არსებული 6 მილიონი ევროს ღირებულების შეწყვეტის პუნქტი, რათა სხვაგან უფრო სტაბილური თამაშის შესაძლებლობა მიიღოს. გავრცელებული ცნობით, ფერნანდესმა საკუთარი გამოსასყიდი პუნქტი გადაიხადა, რამაც ფლიკი გააბრაზა.

როგორც მწვრთნელი, ჩვენ ფეხბურთელებს ნდობას ვუცხადებთ. ვცდილობთ, მათ დავუჯეროთ, რათა გაიზარდონ. ასევე ვიცი, რომ დრო ფერნანდესის გარშემო ხალხია, ვისაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

როგორც ადრე ვთქვი, ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში არიან, წუთების მიღება ადვილი არ არის, მაგრამ საბოლოოდ, თითოეული ვარჯიშის შემდეგ, აქ უფრო უკეთესი ხდები, ვიდრე სხვაგან. სწორედ ამას ვხედავ ყველა სესიაზე. ეს არის პროცესი. როდესაც მოთამაშე კარგად აკეთებს საქმეს და იმსახურებს თამაშს - ის თამაშობს.

ამაზე ბევრი ლაპარაკი აღარ მსურს, უბრალოდ თინეიჯერებს, რომლებიც ჩვენს აკადემიაში გაზრდილები არიან, მხოლოდ ამ გუნდის ფერებით თავდაუზოგავად შრომა მოეთხოვებათ და ისინი შედეგს აუცილებლად ნახავენ. - განაცხადა ჰანსი ფლიკმა

დრო ფერნანდესმა, პირველი გუნდის შემადგენლობაში, უკვე მოასწრო 4 მატჩის ჩატარება. ის ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრია და მის მდგომარეობას შესანიშნავად იყენებს პსჟ - როგორც ცნობილია, პარიზელებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს ფერნანდესთან და სულ მალე, ესპანელს კვარაცხელიას გუნდელად ვიხილავთ.

სხვა სტატიები