Belive

ჰანსი ფლიკი: "ვგრძნობ, რომ კლუბსა და ფეხბურთელებს ვუყვარვარ - წინ დიდი წარმატებაა"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, ესპანიოლისა და ბარსელონას დაპირისპირება გაიმართა. კატალონიური დერბი, ბარსელონას გამარჯვებით 0:2 დასრულდა, რითიც ბლაუგრანამ ჩემპიონის ტიტული 2 ტურით ადრე გაინაღდა და ქვეყნის მთავარი ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში 28-ედ გახდა.

სადებიუტო სეზონში მოგებული ლა ლიგის შემდეგ, ჰანსი ფლიკმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან ბედნიერია.

"ვფიქრობ, სეზონის მეორე ნახევარი, განსაკუთრებით, წარმოუდგენელი იყო. არც ერთი თამაში არ წაგვიგია და ეს შესანიშნავია. ვულოცავ გუნდს, კლუბს და გულშემატკივრებს. ძალიან ბედნიერები ვართ.

მენტალურად ძლიერად ყოფნა ყოველთვის ძალიან პოზიტიურად სრულდება. სუპერთასის მოგებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა. ფეხბურთელებმა, როგორიცაა ფრენკი და ბევრი სხვა, პიკს მიაღწიეს და სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ გაუმჯობესდნენ ისინი.

ვიცი, რა სიტუაცია იყო ორი წლის წინ მომხდართან დაკავშირებით და გვინდოდა მოედნიდან გასვლა და გასახდელში აღნიშვნა - იმ ფაქტის შემდეგ, სტადიონზე აღნიშვნა ძალიან არასწორი ხერხი იქნებოდა ჩვენი მხრიდან.

ჩვენ განსხვავებული ფილოსოფია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ გვინდოდა შეტევა და გუნდი კარგად ადაპტირდა. ბარსელონასთან ერთად ტიტულები უნდა მოიგო და სამი ტიტული შესანიშნავია - მილანში ნახევარფინალის შემდეგ ვიტანჯე, მაგრამ სამი ტიტულით სეზონის დასრულება ძალიან კარგია, ვფიქრობ, რომ როგორც კლუბს, ასევე ფეხბურთელებს მოვწონვარ... არის რაღაც, რის გამოც ბედნიერები უნდა ვიყოთ." - ჰანსი ფლიკი

ჰანსი ფლიკს ბარსელონაში დიდებული სტარტი გამოუვიდა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ესპანეთის სუპერ თასი, ესპანეთის თასი და ლა ლიგა მოიგო, ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე კი 2 ნაბიჯი დააკლდა.

სხვა სტატიები