ჰანსი ფლიკი: "პირველი ბარსელონური სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონამ სეზონის ბოლო მატჩში ბილბაოს სტუმრად 0:3 მოუგო და მათთვის 2024/2025 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა.
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, სეზონის ბოლო მატჩის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და მისი პირველი სეზონი შეაფასა.
"სეზონის ასე, გამარჯვებით დასრულება გვინდოდა. ახლა დასვენების დროა, მაგრამ ხვალ საწვრთნელ ბაზაზე ვიქნებით და ფეხბურთელებთან, დეკუსთან ვისაუბრებთ.
ჩემი პირველი სეზონი ბარსელონაში ფანტასტიკური იყო. ასეთ მაღალ დონეზე ჩვენი თამაშის ხილვა საოცარი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა - ჩვენი სტილი მთელი სეზონის მანძილზე, ყველა მატჩში 90 წუთის განმავლობაში ვაჩვენეთ.
წინ უფრო მნიშვნელოვანი სეზონია, სადაც ბევრ გამარჯვებას და სიახლეს გპირდებით" - ჰანსი ფლიკი
შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკის მეთაურობით ბარსელონამ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა და ყველა ესპანური ტიტულის მოგება შეძლო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - უპრესტიჟულეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე, ბლაუგრანა 1/2-ფინალურ დრამაში ინტერთან დამარცხდა.