ჰანსი ფლიკი: 'გაოცებული არ ვარ, რაშფორდის ნიჭი ჩემთვის სიახლე არაა'
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო. ნიუკასლის წინააღმდეგ სტუმრად ჩასულ კატალონიელებს მარკუს რაშფორდმა მოაგებინა (1:2). ინგლისელმა ფეხბურთელმა 2 ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ბუნებრივია. რაშფორდი თითქმის 'გამოაგდეს' მანჩესტერ იუნაიტედიდან, ბარსელონაში კი დღევანდელ თამაშამდე გოლის გატანას ვერ ახერხებდა. ჰანსი ფლიკმა ინგლისელ ფეხბურთელზე საინტერესო განცხადება გააკეთა.
მან ორი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. თავით დარტყმა შესანიშნავი იყო, თუმცა მეორე გოლი კიდევ უფრო უკეთესი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის თავდაჯერებულობას იძენს. ჩვენ მას ვეხმარებით და მისი თამაშით საერთოდ არ ვარ გაკვირვებული, რაშფორდის ნიჭი ჩემთვის სიახლე არაა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგის ასეთ რთულ სტადიონზე სამი ქულით დაწყება. გუნდის მხრიდან ძალიან კარგი თამაში ვნახეთ.
ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პირველი 15 წუთის განმავლობაში ძლიერი დაცვა გვჭირდებოდა, რადგან ნიუკასლი ძალიან სახიფათოა ერთ-ერთზე დუელებში. ვფიქრობ, მთელი თამაშის განმავლობაში კარგები ვიყავით. პირველ ტაიმში ბურთის ფლობის 64% გვქონდა, თუმცა რამდენიმე ზედმეტი შეცდომა დავუშვით. - განაცხადა ჰანსი ფლიკმა
უკვე მეორე შეხვედრაა ბარსელონას ლამინე იამალი აკლია, ამიტომ მარკუს რაშფორდის ფორმაში შესვლა გუნდს ძალიან სჭირდება. ბარსელონა შემდეგ ჩემპიონთალიგურ მატჩს საკუთარ კედლებში, პსჟ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს, იქამდე კი 3 შეხვედრა ლა ლიგაში ელოდება.