Belive

ჰანსი ფლიკი: "ელ კლასიკოსა და ლიგაზე ტერ შტეგენს არ ვათამაშებ - შჩესნი გადაწყვეტილია"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 34-ე ტურში, კატალონიის "ბარსელონა", სეზონის ყველაზე სუსტ გუნდს "ვალიადოლს" ესტუმრა და 1:2 გაიმარჯვა.

მატჩი ძალიან უცნაურად, მასპინძელთა გოლით დაიწყო, თუმცა "ბარსელონამ" მატჩში დაბრუნება შეძლო და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში, რითაც ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი დიდი და თამამი ნაბიჯი გადადგა.

გუნდის შემადგენლობას ეტყობოდა, რომ ფლიკი მთლიანად "ინტერთან" განმეორებით მატჩზე ფიქრობს - მატჩის დასრულების შემდეგ, გერმანელმა მწვრთნელმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ბედნიერი ვარ - თამაშის ხარისხზე ბევრი არ ვისაუბროთ, ახლა ჩვენი მთელი კონცენტრაცია მიმართულია ინტერთან თამაშისკენ.

ზუსტად რაც ვიცით, არის ის, რომ ბალდე ვერ მოასწრებს დაბრუნებას და ვიმედოვნებთ, რომ ელ კლასიკოზე უკვე მწყობრში იყოს.

არ შეიძლება არ შევეხო ტერ შტეგენის დაბრუნებას - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მარკი ამ სეზონშივე დაგვიბრუნდა, ის ძალიან გამოგვადგება.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემპიონთა ლიგასა და ელ კლასიკოში, ჩვენს კარებს ვოიცეხ შჩესნი დაიცავს - დანარჩენ თემებზე კი ლიგის პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ..." - განაცხადა ჰანსი ფლიკმა

შეგახსენებთ, რომ განვლილი 34 ტურის შემდეგ, "ბარსელონა" ლა ლიგას 79 ქულით ლიდერობს და 7 ქულით უსწრებს "სამეფო კლუბს", რომელთაც თამაში აქვთ ჩასატარებელი, შესაბამისად თუ რეალი მოიგებს, სხვაობა მაინც 4 ქულა იქნება, ყველაფერი კი მომავალ უიქენდზე 'ელ კლასიკოში' გადაწყდება.

ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ მატჩს, 6 მაისს, "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები