ჰანსი ფლიკი: "ბარსელონა ჩემი ბოლო კლუბი და სამსახურია"
8 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ნიუკასლთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ დღეს დილით ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბარსელონამ კონტრაქტი გაამზადა, რომ ჰანსი ფლიკთან ახალი კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რაც გერმანელი მწვრთნელის კლუბში 2028 წლამდე დარჩენას ითვალისწინებს.
"ხვალინდელ მატჩზე ბევრის საუბარი მსურს, თუმცა, რადგან პირველი კითხვა ასეთი დამისვით, მე ჩემს სათქმელს ვიტყვი და დავასრულებ.
ვადასტურებ, რომ ეს ჩემი ბოლო კლუბი და ჩემი ბოლო სამსახური იქნება და აქ ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ.
კონტრაქტს უახლოეს დღეებში გავახანგრძლივებ და ბარსელონას დატოვების შემდეგ, ჩემი სამწვრთნელო კარიერაც დასრულდება..." - ჰანსი ფლიკი
ხვალ საღამოს (21:45), ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ბარსელონა ნიუკასლს უმასპინძლებს.
გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.