Belive

ჟოზემ მოქმედება დაიწყო | ლეგენდარული მწვრთნელი რეალის 3 ვარსკვლავს ესაუბრა

23 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანულ მედიაში ყოველდღიურად უფრო აქტიურად იწერება, რომ რეალ მადრიდი ჟოზე მოურინიოს უმიზნებს და ყველაფერი გადაწყვეტილია. 'Athletic'-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესისთვის პორტუგალიელი მთავარი კანდიდატია. შემდეგი მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალოდ ფლორენტინო იღებს და პროცესსაც პირადად ხელმძღვანელობს.

რამდენიმე წუთის წინ კი 'Marca'-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟოზე მოურინიომ მოქმედებები უკვე დაიწყო და იგი მადრიდის რეალის 3 ფეხბურთელს: კილიან მბაპეს, ვინისიუს ჯუნიორსა და ტიბო კურტუას ესაუბრა და მათ უთხრა, რომ სურს კლუბში ყველანაირი არეულობა და ვითარება დაალაგოს, ვინაიდან და რადგანაც სხვანაირად იგი გუნდში ვერ იმუშავებს.

პრეზიდენტი ახლა ჟოზე მოურინიოს დაბრუნების მთავარი მხარდამჭერია, თუმცა კლუბში ყველა არ ეთანხმება. ამ ეტაპზე ჟოზე ბენფიკას მთავარი მწვრთნელია. ჟოზეს ამჟამინდელ კონტრაქტში ბენფიკასთან 3 მილიონი ევროს ოდენობის შეწყვეტის პუნქტია.

ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა - ფაბრიციო რომანომ, 13 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოურინიოსა და პერესს შორის ოფიციალური მოლაპარაკება გაიმართა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ პორტუგალიელი თავკაცი 'სამეფო კლუბის' ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება, ეს ყველაფერი კი მუნდიალის შემდეგ, ახალი სეზონის დაწყებამდე მოხდება.

ლეგენდარული ჟოზე 'სამეფო კლუბში' 2010-2013 წლებში მუშაობდა, სადაც კლუბთან ერთად ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლა ლიგა მოიგო. 2011 წელს კი იგი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად კარიერაში მეოთხედ დაასახელეს.

სხვა სტატიები