Belive

ჰამბურგი განადგურდა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი გოჩოლეიშვილმა?

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგის მე-14 ტურში, ჰოფენჰაიმმა ჰამბურგს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

ჰამბურგის შემადგენლობაში მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელიც მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს. ქართველი ლეგიონერი ბურთს 25-ჯერ შეეხო, 9 ზუსტი პასი შეასრულა და მეტოქის კარისკენ ორჯერ დაარტყა - გოჩოლეიშვილმა 3 დუელის მოგებაც შეძლო.

სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა გიორგი გოჩოლეიშვილის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 6.3

  • Sofascore: 6.4

  • Whoscored: 5.8

ბუნდესლიგის მე-15 ტურში ჰამბურგი აინტრახტს დაუპირისპირდება. მატჩი 20 დეკემბერს, 18:30 საათზე გაიმართება.